“ეს “უფლებადამცველი” სპეკულიანტები, სად იყავით მაშინ?” – მანჩო გიორგობიანი რობერტ სტურუას მხარდაჭერას უცხადებს

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი რობერტ სტურუას მხარდაჭერას უცხადებს

“კაცო, რუსთაველის მსახიობებს ცოტა ისე დაგემართათ, სსრკ ყრილობაზე ( თუ რაღაც მსგავსზე) რომ საბჭოთა მწერლებმა დააბრეხვეს
– “არ წაგვიკითხავს , მაგრამ ვგმობთო” – პასტერნაკზე … )))

რა თქვა ამისთანა რობიკომ , წაგეკითხათ მაინც , სანამ “დაგმობას” მოგთხოვდათ უინტელექტო ჯგრო?! ))))

რა თქვა ტყუილი? ზუსტად ასე არ იყო და არის?!))))

რობიკო სტურუა

“წინათ, ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!”

რა არის აქ მიუღებელი, ნეო-ბოლშევიჩკა ქალისმაგვარები რომ მოგიცვივდნენ რეპეტიციაზე
– რობიკოს გმობთ?!!!! – მთელი კატეგორიულობით?!)))
რამ დაგაბნიათ?!
“ქალები 37 წელს იწყებენ” და არ არის ასე?!
არ ჰქმნიან რეპრესიულ მანქანას ვიღაც გაურკვეველი წარმონაქმნი დვარნიაშკები?!.

ეს “უფლებადამცველი” სპეკულიანტები, სად იყავით , თქვენი პარტიული ლიდერები ფეიკ- ვიზიებიდან რომ ნავერიანს შეურაცხჰყოფდნენ და ზურაბიშვილს აკნინებდნენ წინასაარჩევნოდ?!.
ის არ იყო ქალის დისკრიმინაცია და რობიკოს სიმართლეა “დასაგმობი” ან “გასამიჯნი” ?!.)))

ქალი ვარ და ვადასტურებ, საბჭოთა კავშირის დროს , მართლა ხშირი იყო ასეთი შემთხვევები ბნელებში , ( 3-5 წლის მერე) გაყრისას, იმპოტენტობას , ან ცისფერობას რომ აბრალებდნენ ყოფილ ქმრებს და ეხლა (ახლა) ახალი მოდაა, პირდაპირ საძინებლებს აფრიალებენ სტუდიებში, თავის სანთლებიანად და ბინძური თეთრეულიანად…
ეს ჩემი მშვენიერი და მაღალკულტურული საქართველო გადააქციეთ ტრუსიკების ბაზრობად , ვაჭრუკანული ჭყვიტინით და ორღობის წივილ-კივილით…

აღარც მხატვრობაზე ვმსჯელობთ, აღარც ოპერაზე და ბალეტზე, აღარც კოსმოსზე , არც პროგრესზე და ა.შ.. მხოლოდ ფოხნების რეზინკებია მოჭიმული რაგატკებში და აღტკინებული ბრბო ელოდება მორიგ მსხვერპლს! ..

კომუნისტების დროს, პარტიულ კრებებზე ირჩეოდა ოჯახების საქმეები, ისჯებოდნენ “ურჩი” ქმრები , იშვიათად “ცუდი” დედებიც და სირცხვილის დაფებზე აკრავდნენ ერთმანეთს ოჯახის წევრები , პარტმუშაკების დახმარებით… გამოსაჭენებლად საკმარისი იყო ანონიმური წერილიც … აი, რუსთაველზე მიცვენილმა აქტივმა კომკავშირის მდივნებ გამახსენა ))) ყველგან ყურები და ცხვირები ჰქონდათ ჩაყოფილი , “ობლიკო მორალე”ს სადარაჯოზე , “პირადი საქმეების” გაფუჭებითაც გვემუქრებოდნენ, “ვინ გვარცხვენს?!” – დაფაზე გასაკრავ “მაგალითებსაც” აგროვებდნენ და კრებებზე თითებს გვიქნევდნენ, ან გვსჯიდნენ სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის , ქვეყნიდან გაუსვლელობითაც…))) კარიერულ კიბეზე ორცოლიანობა ან ორქმრიანობა მკაცრად იყო “დაგმობილი”… “სიყვარულის გულისთვის მომავალი დათმოო, ნწ,ნწ თავი დაიღუპაო” იტყოდნენ კარიერისტი ჭორიკნები…

მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი და ვატყობ, ზუსტად მეორდება კიდევ უფრო მახინჯი ფორმით… ნეო-ბოლშევიკებს რეპრესიები ენატრებათ !
ასეა ეს … )))”- წერს გიორგობიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები