“ეს სიბნელე უკან დარჩება”, – ნატალია ყიფშიძე დათუნა სულიკაშვილზე

“ყველაზე მტკივნეულია უყურებდე საყვარელ ადამიანს, რომელიც ნარკოდამოკიდებულია – როგორ ნელ-ნელა ანგრევს ყველაფერს, რაც წლებთან ერთად, ტკივილითა და შრომით აუშენებია”. – ასე ეხმაურება მსახიობი ნატალია ყიფშიძე დათუნა სულიკაშვილის დაკავების ფაქტს ფეისბუქში:

“დათუნას დაბადებიდან ვიცნობ – ნიჭიერ, თბილ, საოცარი იუმორის მქონე ადამიანს, რომელსაც მხიარულება მოჰქონდა იქ, სადაც ჩნდებოდა, და რომლის ჩვენებებს ყველა ელოდებოდა და ყველა ლაპარაკობდა.

ნარკორეალიზატორები ანგრევენ ადამიანების ცხოვრებას და ამას ხმამაღლა უნდა ვამბობდეთ – ისინი დასაჭერები არიან. ნარკოდამოკიდებული ადამიანი კი მტერი არ არის – ის ავად არის და მკურნალობა სჭირდება. რეალიზატორის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივი და ყველაზე უსამართლო გზაა. დათუნა არ არის ნარკორეალიზატორი. ბოლო წლებში დათუნასთან დაკავშირებული პრობლემები მის მძიმე მდგომარეობას უკავშირდებოდა. ბევრმა ახალმა კლიენტმა წინასწარ იცოდა რისკებზე და მაინც მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლობის შესახებ. დღეს კი იგივე ადამიანები პასუხისმგებლობას მხოლოდ მას აკისრებენ, თითქოს ავადმყოფობა და კონტექსტი არ არსებობდა, თითქოს ადამიანი მხოლოდ მაშინ იყო ადამიანი, როცა ყველას აწყობდა. არ არსებობს იმაზე მძიმე ვიდრე ადამიანი, რომელიც საკუთარი ხელით მარხავს ამდენწლიანი შრომის შედეგს და შენ გვერდით დგახარ სრულიად უძლური.

Baby, მჯერა — დადგება დღე, როცა ეს სიბნელე უკან დარჩება. გამოჯანმრთელდები, ფეხზე წამოდგები და თავიდან შექმნი იმ სილამაზეს, რომელიც მხოლოდ შენ შეგიძლია. Stay strong” – წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები