“ეს პოსტი მათთვისაა, ვინც ახლა ფიქრობს, რომ ზედმეტად რთულ პერიოდს გადის”

რჩევები თეა ზაქარეიშვილისგან

ეს პოსტი მათთვისაა, ვინც ახლა ფიქრობს, რომ ზედმეტად რთულ პერიოდს გადის…

“განსაცდელი არ არის დასასრული — ის შენი ახალი გზის დასაწყისია”, – ამ სიტყვებით მიმართავს მკითხველს ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი სოციალური ქსელების მომხმარებლებს. თეა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხშირად ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებები სწორედ კრიზისის შემდეგ ხდება:

“ზუსტად ვიცი, როგორ გრძნობ თავს — როცა ყველაფერი გიჭირს, როცა ვერ ხედავ გზას და გეჩვენება, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სწორედ ასეთ დროს იწყება ცვლილება…

სირთულეები, რომლებსაც ახლა კომფორტის ზონიდან გამოჰყავხარ, ხშირად შენი ახალი ცხოვრების დასაწყისია — უფრო გაცნობიერებულის, უფრო ნამდვილის და შენზე მორგებულის.

ხანდახან ცხოვრება უბრალოდ გიბიძგებს, რომ დაინახო:

უკვე აღარ უნდა იყო იქ, სადაც ხარ…

უკვე აღარ უნდა იყო იმ ადამიანებთან, ვისთანაც ხარ…

დროა, ახალი მიზნები, ახალი სუნთქვა და სხვა მიმართულებები იპოვო

ეს არ არის უბრალოდ, როგორც ფსიქოლოგის რჩევა-დარიგება — ამას საკუთარი გამოცდილებით გიზიარებთ და იმ ადამიანების ისტორიებიდან, ვინც ყველაზე რთულ მომენტებში ყველაზე მეტად გაიზარდა.

და ბოლოს — არჩევანი ყოველთვის გვაქვს:

შეგვიძლია ვიწუწუნოთ და ცხოვრების უსამართლობაზე ბევრი ვისაუბროთ;

ან გავბედოთ და ტკივილი გარდაქმნათ ძალად, გამოცდა — გზად, ხოლო სირთულეები — ჩვენი ცხოვრების წიგნის ახალ თავად

ყოველთვის გახსოვდეს:

განსაცდელი არ არის დასასრული — ის შენი ახალი გზის დასაწყისია”, – წერს ფსიქოლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები