„ეს მუ… რა!”-ზალიკო ბერგერი ნეკა დოროყაშვილს უპირისპირდება

ნიკა ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის სასამართლო დავა გრძელდება. ამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ნეკა დოროყაშვილის მიმართ მწვავე კრიტიკა გაჩნდა, რადგან ბასილაშვილის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში ნეკას მხრიდან რამდენიმე ადამიანის მისამართით არაკორექტული და ბულინგის ხასიათის საუბრები დაფიქსირდა.

ცოტა ხნის წინ, ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმოწერა გასაჯაროვდა, სადაც მოდელი ყოფილ ქმარს წერდა, რომ „ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებს და ელიტა ჰგონია, აი ეგ დონე აქვს და ეგ ინტელექტი“, ამას შეტყობინებაში ნახსენები დიზაინერი, ზალიკო ბერგერი გამოეხმაურა.

„ეს მუ… რა! თუმცა, დემნასთან ერთად მოხსენიებისთვის დიდი მადლობა ნელკას, თუ რაც ჰქვია ამას. ბასილა ჩვენი სიამაყეა და დემნა ყველაზე მაგარი მსოფლიოში. თუ წერდა იმასაც, მაგაზე უკეთესი რა უნდა ექნა“ – წერს ბერგერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები