ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი “ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს. პოსტში საუბარია კაფეზე, სადაც, როგორც ჩანადირი ამბობს, საუკეთესო შოკოლადის დაგემოვნება შეგვიძლია. პოსტს ფოტოკოლაჟიც ახლავს თან.
“სოლოლაკში, მაჩაბლის 17-ში შოკოლადი-მუზეუმი მდებარეობს.
ეს კაფეც არის და მუზეუმიც. ისეთი შოკოლადია, თითებს რომ ჩაიკვნეტ.
ზოგმა შეიძლება ისე იცხოვროს, რომ ნამდვილი შოკოლადი ვერც კი გასინჯოს.
ამიტომ, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
აქ აქვთ თეთრი და შავი, მყარი და თხელი შოკოლადი.
ასევე, ტარდება შემეცნებითი ტურები. მეგზური აუცილებლად გეტყვით, რატომ ითვლება შოკოლადის მირთმევა პატივისცემად.
რაც შეეხება მუზეუმს, შთამბეჭდავი კოლექციისგან შედგება – ნახავთ რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში გავრცელებული მანქანების მოდელებს, ასევე, მცირე ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების კოლექციას.
შოკოლადის გარდა, აქ კარგი ხარისხის ყავა და ჩაი აქვთ.
ეს არის ქართული, კულტურული სივრცე და მხარდაჭერა სჭირდება”, – წერს ჩანადირი.
სხვა სიახლეები