გიორგი ვარდოსანიძე „ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალის შემდეგ მიმართვას ავრცელებს და სტანისლავ ბონდარენკოს გამარჯვებას ულოცავს.
„სტასს ვულოცავ გამარჯვებას, ეკუთვნოდა ასი ათასი პროცენტით… არ გიცნობ, არ მინახიხარ, მაგრამ ოქროს კაცი ხარ. სალომე, შენ ხარ ყველაზე მაგარი, ეს მთელმა საქართველომ იცის და ეგ თასი შენია, რომ იცოდე. რაც მთავარია, ჯანო, ჩემო ძმაო, მიიღე ეს საჩუქარი, რადგან შენ ეს გეკუთვნის. შენს პატარასთან ერთად ბედნიერი ცხოვრება გქონოდეს ამ სახლში. დიდი მადლობა ილიკო სუხიშვილს და ნანუს, ოქროები ხართ და ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთეთ. ჯანო, გილოცავ, მადლობა, რომ არსებობთ, კარგო ადამიანებო”, – ამბობს ვარდოსანიძე.
სხვა სიახლეები