ჯონ ლენონის მკვლელი, მარკ ჩეპმენი 40 წლის შემდეგ ბოდიშს იხდის.
“მე უბრალოდ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ბოდიში ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს საკუთარი დიდების მოსაპოვებლად გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც შეიძლება, ერთმა ადამიანმა მეორის, სრულიად უდანაშაულოს მიმართ ჩაიდინოს.
ის ძალიან ცნობილი იყო. მე ის არ მომიკლავს თავისი ხასიათის გამო, არც იმის გამო, თუ როგორი ადამიანი იყო. ის იყო ხატი, ის დიდებული და ძალიან, ძალიან ცნობილი – მხოლოდ ეს გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი. მე ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან გაგიჟებით ვეძებდი დიდებას და ეგოისტი ვიყავი.
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იყო უაღრესად ეგოისტური საქციელი. ვწუხვარ იმ ტკივილისთვის, რომელიც მის ცოლს მივაყენე. ამაზე სულ ვფიქრობ“, – თქვა ჩეპმენმა.