“ეს ვირუსი დიდხანს თავს არ დაგვანებებს… ბილ გეითსმა გაავრცელა პანდემია” – მიხეილ ცაგარელი

ქართველი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის “შემოქმედი ბილ გეითსია”, – ამის შესახებ განცხადება ასტროლოგმა 2020NEWS–თან გააკეთა: 

“ეს ვირუსი დიდხანს თავს არ დაგვანებებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბილ გეიტსზე, რომელიც “ვინდოუსის“ დამაარსებელია. ის 2015 წლიდან საუბრობს ვაქცინაციის აუცილებლობასა და ხიფათზე, რომელიც დაკავშირებული შეიძლება, იყოს პანდემიასთან. ის არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, რომელმაც გაავრცელა პანდემია. იგი ბრიტანეთში აფინანსებდა სპეციალურ ლაბორატორიებს, რადაც 5-6 წელიწდში გამოიყვანეს კორონავირუსი.

იქ შექმნეს 50 გრიპისგან შემდგარი კომბინაცია, ამიტომ ვაქცინას მეცნიერები დიდხანს ვერ იპოვიან. ბილ გეიტს ვაქცინა აქვს. დღესაც ის საუბრობს ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ახლახან გამოსვლაში ბრძანა, რომ კორონავირუს ვერ მოვერევით, სანამ ვაქცინას ვერ ვიპოვით და ვაქცინაციას არ დავიწყებთ.

როდესაც მსოფლიო მას ეტყვის, რომ ოღონდ კი შენ ვაქცინა მოგვეცი, ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართო, ის ვაქცინას გამოაჩენს. ამ ვაქცინაში არის შესული მიკროჩიპი, სადაც თქვენი ყველა მონაცემი ჩაიდება, პირადობის მოწმობიდან დაწყებული და თქვენი ჯანმრთელობის პასპორტით დამთავრებული, რის შედეგად ბილ გეიტს მიეცემა საშუალება, რომ, ამ სამყაროში გაშვებული თანამგზავრების საშუალებით, ძალიან მალე თითოეული ჩვენგანის კონტროლი დაიწყოს. კონტროლს დაიწყებენ მასონური ჯგუფები ბილ გეიტსის თამადობით, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მსოფლიოს დაპყრობა უნდათ“, – ამბობს ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები