კორონავირუსი და პანდემია – „რეიტინგი“ მსოფლიოში შექმნილ უდიდეს პრობლემაზე ცნობილ, ქართველ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.
– ბატონო მიხეილ, მსოფლიო უდიდესი განსაცდელი წინაშე დგას, რაც კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა. რამ გამოიწვია თქვენი აზრით ეს პრობლემა?
– ნამდვილად განსაცდელის წინაშეა მსოფლიო, ისპანკა, ებოლა, შიდსი და უამრავი ასეთი დაავადება გადაიტანა მსოფლიომ, ბევრი დაიღუპა, მაგრამ ასეთი განსაცდელი არ ყოფილა. მე პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ და ვსწავლობდი, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ ესათუის ფიზიოლოგიური მოვლენა შეიცვლება, მინდა გითხრათ საშინელი სურათი დაიხატა მაშინ. ეს შესაზლებლობები, რომ ჰქონოდა ადოლფ ჰიტლერს მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა.
რა ხდება დღეს? რასაკვირველია წამყვანი ქვეყნები ცდილობენ თავიანთ მონოპოლიაში მოაქციონ სხვა ქვეყნები, აქ არ შედის მხოლოდ იარაღი, ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ ბიოლოგიურ იარაღს. ბიოლოგიური ომი განვითარების ახალ სტადიაზე გადავიდა, ამაში ბიოქიმიკოსები და ბიოფიზიკოსები მონაწილეობენ ასეთ ომში. აქედან გამომდინარე ადგენენ ვირუსებს რომლის მეშვეობით შეიძლება გარკვეული მართვადი პროცესების წარმოქმნა. მინდა გითხრათ ცუდი სამუშაოებია ჩატარებული, ვირუსების მეშვეობით შეიძლება ადამიანების გაქრობა ან დაზომბირება. უკვე ამასაც აკეთებენ ლაბორატორიები სამხედრო სტრუქტურებში. ასეთი მოვლენა მოხდა ჩინეთის სამხედრო სტრუქტურებში, ისინიც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე, მათ შორის ვირუსებზე, ეს გაკეთდა შეგნებულად თუ შეუგნებლად ვერ გეტყვით. მაგრამ ცნობილია, რომ მათ ღამურებში შეიყვანეს სხვადასხვა გრიპების 50 შტამი და ეს შეერთებული სფერო არის კორონავირუსი. საშინელი ვირუსია, ასეთი არავის გაუგია. მოხდა ასეთი რამ, ერთ-ერთი ღამურა გაუფრინდათ. იცით რომ ჩინეთში ღამურებს ჭამენ, ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ ეს ღამურა დაიჭირეს და ჩინეთის ბაზარში მოხვდა, ან უბრალოდ შეჭამეს და წავიდა ვირუსის გადაცემა. ჯერჯერობით ვაქცინა ჩინელებსაც კი არ აქვთ. უნდა იპოვონ 50 გრიპის შტამი, მათი ერთობლივი მოქმედება შეისწავლონ და შეუსაბამონ შესაბამისი ვაქცინა. ადრე თუ გვიან ამ ვაქცინას იპოვიან.
რაც შეეხება ასტროლოგიის კუთხით კორონავირუსს, ეს მოხდა იანვარ-თებერვალში, სწორედ ამ დროს შემოვიდა ვირთხის წელიწადი. ჩინელები უდიდეს პატივს სცემენ ასტროლოგიის ყველა ნიშანს, მაგრამ ამჯერად პატივისცემა დაარღვიეს და ღამურაზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათ კი ერთი ღამურა გაექცათ და უპატივცემულობისთვის, ვირთხამ სამაგიერო გადაუხადა მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში ჩინეთს.
რატომ მხოლოდ ინფექციის სახით.. ამ დროს შავი მთვარე გადიოდა ინფექციურ ნიშანს, როგორიცაა თევზები, თევზები და მისი მმართველი პლანეტა ნეპტუნი მართავენ ინფექციებს. როცა შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს, იწყება ვირთხის წელიწადი და ასეთ პროცედურებს ასრულებს ადამიანი, რასაკვირველია ჩაირთვება დასჯის მექანიზმი, რომელიც მთელ მსოფლიოს საფრთხის წინაშე აყენებს.
თუ ეკონომიკური კუთხით შევხედავთ, მომავალი წლიდან ჩინეთის ეკონომიკა უფრო გაძლიერდება. ამით მათ ეკონომიკურად ბევრი სარგებელი მიიღეს, აქამდე თუ ჩინეთს ჰყავდა უცხოელი ინვესტორები, როდესაც გავრცელდა ვირუსი, უცხოელებმა აქციები მიყიდეს ჩინელებს. შესაბამისად ახლა ყველა აქცია ჩინელების ხელშია, წელს ამას ვერ შევამჩნევთ, მაგრამ მომავალი წლიდან მსოფლიო დაინახავს როგორ გაიზრდება ჩინელების შემოსავლები. ზუსტად ვერ ვიტყვი ეს სპეციალურად მოხდა თუ შემთხვევით, მაგრამ კორონავირუსის პარალელურად ასეთი ცვლილება მოხდა.
– როდის გადაივლის კორონავირუსი?
– დრო გვაქვს აპრილის ბოლომდე. ამბობენ, რომ ტემპერატურა ახდენს ზეგავლენას, მაგრამ თუ უკვე დაავადებული ხართ ტემპერატურა ვერ გიშველით. თუ თქვენ ოთახში გაქვთ 25-26 გრადუსი სითბო, ხშირად იღებთ ცხელ სითხეებს, ვირუსს უჭირს თქვენს ორგანიზმში შემოსვლა. მაგრამ თუ იტალიაში შეგეყარა, აქ რაც არ უნდა ათბოთ ვერ უშველით. დიდი მნიშვნელობა აქვს რეკომენდაციებს. აპრილის ბოლოდან კორონავირუსი უკვე შესუსტდება. როცა ვირუსებს ვსწავლობდი, დავრწმუნდი ის ცოცხალი არსებაა. შესაძლოა ჩვენ ვერ ვხედავთ მას, მაგრამ მიკროსკოპში თუ დავაკვირდებით დამეთანხმებით. ვირუსი რეაგირებს უარყოფით ენერგიაზე, უარყოფითი ენერგიის ფაქტორი კი არის შიში. თუ ჩვენთან დაიწყო შიში და პანიკა, აუცილებლად გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი. ვირუსის საკვებია პანიკა. ამიტომ მოვერიდოთ პანიკას, ზედმეტ ხვევნა-კოცნას, პატივი ვცეთ საკუთარ თავს და ვირუსი გადაივლის. თუმცა როცა ეს ვირუსი გადაივლის, დაიწყება მეორე პრობლემა – ხანძრები იქნება. ისეთი ხანძრები იქნება – კორონა არავის გაახსენდება, ეს მხოლოდ პრელუდიაა. ამიტომ ახლავე უნდა დაიწყოს მომზადება, მეზობელ ქვეყნებთან დაიწყოს მოლაპარაკებები და წინასწარ იქნას გატარებული პრევენციული ღონისძიებები.
წყარო:reitingi.ambebi.ge