ექიმი ზაზა თელია D ვიტამინის ასასწორად მიღების სავალალო შედეგების შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
“პაციენტი – ახალგაზრდა ქალი ოჯახის ექიმის დანიშნულებით 2ჯერ მიიღო D ვიტამინი “საპროფილაქტიკოდ” – 50 000 IU (ერთეული), ანალიზი გარეშე, ამ პერიოდში წაგადგებაო (მამონტის დოზა, დღიური მისაღები ნორმაა 600-800IU)
პაციენტს დაეწყო მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება)
რავიცი რა უნდა ვთქვა უკვე აღარ ვიცი, ეს ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.
კიდევ ერთხელ!!!
D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ 2 წლამდეა მისი მიღება რეკომენდებული რაქიტის პრევენციის მიზნით.
არ არსებობს რეკომენდაცია დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ D ვიტამინი უნდა იქნას დანიშნული პროფილაქტიკის მიზნით თუ ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული მისი ნაკლებობა (>20ნგ/მლ – ნორმა).
დაანებეთ თავი ამ “მახინჯ მოდას”, ამით პაციენტს სარგებელი არ ექნება და პოტენციურად შეიძლება ავნოთ.
D ვიტამინის მოჭარბებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს – ტოქსიკოზი, ურტიკარია, ჰიპერკალცემია, თირკმელებში კენჭები, სისხლძარღვებში კალციფიკატები, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ასე შემდეგ”.-წერს ექიმი.