„ეს დღე ჩვენია“! – საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ემოციური ვიდეორგოლი (ვიდეო)
„ეს დღე ჩვენია!“ – ინტერნეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ემოციური ვიდეო გამოქვეყნდა. შესანიშნავი რგოლი marketer.ge-მ გამოაქვეყნა. ვიდეოში მონაწილეობენ ცნობილი ადამიანები – კახი კავსაძე, ნინო სურგულაძე, ილიკო სუხიშვილი, ნონა გაფრინდაშვილი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
„მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც ჩვესნ ქვეყანაში გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს და გვაერთიანებს, იმას, რაც ჩვენთვის საქართველოა! ნახეთ JWT Metro-ს ახალი ვიდეო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა!“, – წერს „მარკეტერი“.
“როდესაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაგვაცნო 26 მაისის ახლებური ხედვა და გაგვიზიარა პროექტის მთავარი იდეა: „ეს დღე ჩვენია“, გაგვიჩნდა სურვილი, ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ ეს დღე მხოლოდ მორიგი უქმე თარიღი არ არის კალენდარში. სინამდვილეში, 26 მაისი თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას აღნიშნავს, ეს არის დღე, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს, რომ უნდა დავაფასოთ, მოვუაროთ და განვავითაროთ ყველაფერი, რაც გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს თუ გვაერთიანებს. ჩვენ გვჩვევია, ჩვენი ქვეყნის კრიტიკული თვალით შეფასება, თუმცა, ხანდახან, საჭიროა უბრალოდ ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით და, რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი, რადგანაც ეს დღე ჩვენია“, – განაცხადა JWT Metro-ს კრეატივ-დირექტორმა, ეკა ყიფიანმა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ooyQ8P2fRwM[/youtube]