ეს გოგონა, ქუთაისში მომხდარი საზარელი ავარიისას მანქანაში დაიწვა (ვიდეო)

 ქუთაისში, გვიან ღამით, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ერთი გოგონა კი გარდაიცვალა. ქუთაისში აცხადებენ, რომ დამწვარი ავტომანქანიდან ერთმა გოგონამ ვერ მოასწრო გადმოსვლა და სამწუხაროდ, დაიწვა. გოგონა 19 წლის უმშვენიერესი სალომე გოგაძეა, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობს. ცხედარი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სახლში. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი გოგონას მეგობარი სტატუსს აქვეყნებს: „სალო, ჩხუბით დავიწყეთ ურთიერთობა, გახსოვს? როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ასე კარგი და თბილი იქნებოდი, სულ რაღაც 1 კვირა შევძელი შენ გვერდით გამეტარებინა დრო, ახალი მეგობარი იყავი ჩემთვის, მაგრამ ყველა ჩემი პრობლემა მოგიყევი და მამშვიდებდი, კარგად იქნება ყველაფერიო, ეკუნა და მაკუნა ჩემი დები არიანო და მათი ბიძაშვილიც ჩემიანი გამოდისო,- ასე მეუბნებოდი. ყველა დეტალს ვიხსენებ, ჩემს სახლში იყავი იმ დღეს და ერთად ვჭამეთ მე და შენ ბოლოჯერ. მენატრები და ყველგან შენ მგონიხარ, შენი დები ძალიან ცუდად არიან. სალო, დაგვიბრუნდი, გთხოვ. პარასკევს თბილისში ვაპირებდით წასვლას და მარტო დამტოვე. ვერ გიშველეს სალო, აპატიე იმ ბიჭებს, ჩვენ გვაპატიე, რომ გაგიშვით. გვაკლიხარ, მოვდიოდი და არ მომცეს უფლება, რომ შენთან წამოვსულიყავი”, – წერს სალომე გოგაძეს მეგობარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

14937412_1822163911329465_7101999377042930943_n a53319_biga53320_big 14947706_1822793624599827_9161833776429691205_n[youtube]http://www.youtube.com/watch?v=wX2tP0SYZWU[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები