“ეს გოგოები კი მოვიდნენ “საფარში” და ის გამოსირებული კი ზის ახლა ციხეში”-ბაია პატარაია ლესბოსელ წყვილზე
უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში იმ ლესბოსელი წყვილის შესახებ წერს, რომელსაც გუშინ მეზობელი კაცი თავს დაესხა:
“ლესბოსელ წყვილს რომ მეზობელი კაცი მიუვარდა და ემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა, თურმე თან ეუბნებოდა, წადით და ბაია პატარაიასთან მიჩივლეთო. ხოდა, ეს გოგოები კი მოვიდნენ “საფარში” და ის გამოსირებული კი ზის ახლა ციხეში. “-წერს ბაია პატარაია.