“ეს ბიჭი ქუჩაში შემხვდა და ფოტოს გადაღება მთხოვა” – ყველამ დაწერეთ კომენტარებში ჰეშთეგით #შენარხარმახინჯი
სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ეს ბიჭი ქუჩაში შემხვდა და ფოტოს გადაღება მთხოვა. მერე ეს ფოტო ჩამიგდო ფეისბუკზე და დავაკვირდი, რომ სახელზე @ugly man უწერია – ანუ მახინჯი კაცი. ყველამ დაწერეთ კომენტარებში ჰეშტეგით #შენარხარმახინჯი
საკმაოდ სასიამოვნო ტიპი იყო, აქტიური, მბრწყინავი თვალები ჰქონდა. უეჭველია, რომ მისით არაერთი ადამიანი დაინტერესდება და ზედმეტია ეს სახელი (უნდა შევაცვლევინოთ).
არავინ უწოდოთ საკუთარ თავს მახინჯი, რადგან ის არის ჭურჭელი, რომელიც მორჩილად გემსახურებათ. იმიტომ, რომ რაღაც განსხვავებული გაქვთ, ეს სიმახინჯე კი არა, გამორჩეულობაა.
კომენტარებში პირველი მე ვარ!”-წერს დომენიკ მანგო.