საქართველოში დღეს კორონავირუსის 87 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ დროისათვის რეკორდული მაჩვენებელია.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აღნიშნულზე საუბრისას ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი ქვეყანაში პანიკის შექმნის საფუძველი არ უნდა გახდეს:
„თუ ეპიდემიოლოგები იტყვიან, რომ ეს მეორე ტალღაა, უნდა დავუჯეროთ. სამწუხაროდ, ვერ ავცდით ამას. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პანიკის ნიშანი. რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავინფიცირდეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში.