ეს კვირა ტრანსფორმაციის და ცვლილებების პერიოდია. ამის შესახებ, ასტროლოგმა, სოფიო ბზეკალავამ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა:
„ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ზოდიაქოს ყველა ნიშნის ადამიანისთვის ეს კვირა იყოს დასაწყისი უკეთესი ტრანსფორმაციისთვის. ჩვენ დაბნელებების კორიდორში შევდივართ. ეს ცუდი არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პერიოდი. 25 ოქტომბრიდან მოყოლებული, 8 ნოემბრამდე, ითვლება სარკისებური ენერგიის პერიოდად. არსებობს ის იშვიათი პერიოდები, როცა მთელი ჩვენი სურვილები, ენერგია და კონცენტრაცია ლუპით არის გაბევრებული. ფრთხილად იყავით სურვილებთან. მნიშვნელოვანია, ჩაიფიქროთ სურვილები…“.