“ეს არის ღვთის გმობა” – ქართველი ფოტოგრაფის სკანდალური ნამუშევარი ამბიონიდან და საზოგადოების რეაქცია, რომელიც დაბლოკეს (ფოტო+18)

სოციალურ ქსელში ფეიჯზე სახელწოდებით “ინდიგო” ქართველი ფოტოგრაფის მაკა კოჩიაშვილის ნამუშევარი გამოქვეყნდა, რომელზეც ასახულია  ეკლესიაში ამბიონის ფონზე წელზემოთ შიშველი ქალი.
მოსალოდნელი იყო, რომ ფოტოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვებოდა ამიტომაც გვერდის ადმინისტრაციამ ფოტოს აღწერა დაურთო, რომ წაიშლებოდა ყველა სიძულვილის ენით დაწერილი კომენტარი.
“უხამსი და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები წაიშლება”- ნათქვამია აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ გვერდზე ფოტოს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩანს კომენტარები იფილტრება და იშლება აქედან გამომდინარე კომენტარებში პოსტის დარეპორტების იდეაც დაიწერა:

“აზრი არ აქვს აქ რამის წერას…მაინც წაშლიან..რაც მე გადავხედე ნუ სიძულვილის ენით 1-2 კომენტარი თუ იყო…მაგრამ ყველა კომენტარი წაშალეს…მიხვდენ,რომ ხალხმა ლოგიკურად და ცნობიერებითაც აჯობა.იურიდიულად ეს ტერიტორია ეკლესიას ეკუთვნის…ძალიან კარგი იქნება თუ ამისთვის თქვენ იურიდიულად მოგეკითხებათ…”

“გამოხატვის თავისუფლება მარტო ამათ აქვთ”

“მეჩვენება თუ წაშლილია კომენტარები?”

“წაშლილია))) ორჯერ ავსქრინე და ჩემი აღარ ჩანს)) მაინც დავწერ რომ გულის ამრევები არიან!!!!”

“მიზანი რა არის ამ საცოდაობის ვერ ვიგებ? ასმაგად გავერთიანდებით ჩვენ ქრისტიანები და ასჯერ უფრო მეტს ვილოცებთ თქვენნაირი სულმდაბალი ადამიანებისთვის!”

“გამოხატვის თავისუფლება არ ჰქვია ამას. ეს არის ღვთის გმობა, უმსგავსობა, უამრავი ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება, თან ასეთ მძიმე დროს. ჩეკისტებზე უკეთესები თუ იყოთ ჩვენი ქვეყნისთვის, მე ვიყო ლიბერალი.”

“ჩემი კომენტარი წაშალა ინდიგომ,რატომ?იმიტომ ,რომ.ინტელექტუალურად მოვუგე, მე უხამსი არაფერი დამიწერია, , ,ღმერთი რომ არ არსებულიყო, საჭირო იქნებოდა მისი გამოგონება”ბრძენმა მწერალმა თქვა ,ისევ გიმეორებთ, დაე,თქვენს წარმოსახვაში რაღაც გაჩნდეს ფასეული…ნუ გვიბღალავთ ნამდვილ თუ გამოგონილ ღმერთებს.”

“იდეის ავტორი გააღვიძეთ, გადავარდა კომუნიზმი”

“როცა საჯაროდ დებთ ასეთ ფოტოებს, კეთილი ინებეთ და მოისმინეთ ნორმალური ხალხის აზრი!!! კომენტარების წაშლით არაფერი შეიცვლება…”

“ხალხო. ცარიელი ლანძღვა არაფერს არ შეცვლის. ძალიან მარტივად შეიძლება ყველაფრის მოგვარება. დაარეპორტეთ პოსტი. რაც მეტი დაარეპორტებს მით უკეთესი. აგერაა რეპორტის ფუნქცია და მერე მიყევით ინსტრუქციებს”

კომენტარები

სხვა სიახლეები