ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას თითქოს ვაქცინაცია არ სურდა და სამსახურში აიძულეს აცრილიყო, სოციალურ ქსელში ეხმაურება და მტკნარ სიცრუეს უწოდებს.
“ეს არის მტკნარი სიცრუე!!!
არაფერი საერთო არა აქვს ამას სიმართლესთან!!!
სამსახურში მე არასოდეს არავინ არაფერს მაიძულებს.
ასეთ დროს რა ხდება? ამ გვერდს “წყარო” ჰყავს და ყველაფრის წერა მოსულა?
გვერდს არ ვუკუთებ რეკლამას, ამტომ მხოლოდ ამას ვდებ”, – წერს ტელეწამყვანი და პოსტს ერთ-ერთ ონლაინმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის სქრინს ურთავს.