ეს ადამიანი 10 წელია, თბილისის სისუფთავეზე ზრუნავს (ფოტოკოლაჟი)
ალექსანდრე ბონდარევი – პროფესია მეეზოვე.
ეროვნებით რუსი ალექსანდრე, იგივე საშა ბონდარევი, 10 წელია, ჩვენი დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს.
მუშაობას 7:00 საათიდან იწყებს, მაშინ როდესაც თბილისელების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ სძინავს.
მისი სამუშაო დღე 8 საათს გრძელდება და ამ დროის მანძილზე იგი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ასუფთავებს: რუსთაველის გამზირს, ლესელიძისა და ბარათაშვილის ქუჩებს.
სამსახურში ცნობილია, როგორც ძალიან შრომისმოყვარე. ჰყავს მეუღლე.
სიტყვაძუნძია, განსაკუთრებით – საკუთარ თავზე საუბრისას.
ნახეთ ჩვენი ქალაქის მეეზოვის ერთი სამუშაო დღე.