ესტონეთში პოპულარულები გახდნენ ძაღლები, რომლებიც დიაბეტით დაავადებულებს ეხმარებიან

ესტონეთში სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენენ ძაღლები, რომლებიც სუნით იგებენ დიაბეტით დაავადებული ადამიანის სისხლში შაქრის დონის ცვლილებას. ასეთი ოთხფეხა მეგობრის ერთ–ერთი მფლობელი კაარელ ტუულისი ამბობს, რომ ძაღლი ამ საკითხში უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე ელექტრონული მოწყობილობა. მაგალითად, თუ გლუკომეტრი აჩვენებს, რომ შაქრის დონე ნორმაშია, ცხოველი რეალურ ცვლილებებს გრძნობენ. ეს კი იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რათა დროული რეაგირება მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე რთული ძაღლის დასწავლის პროცესია. მან უნდა ისწავლოს დაუყოვნებლივ მიაწოდოს სიგნალი პატრონს, როგორც კი შაქრის დონე ვარდნას იწყებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები