„ესროლეთ“ – ფილიპინების პრეზიდენტმა სამართალდამცავებს მოუწოდა, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ის პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს უბრძანებს, დახვრიტონ ყველა, „ვინც პრობლემებს შექმნის“ კუნძულ ლუსონის ერთთვიანი ბლოკადის განმავლობაში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ჩაიკეტა.

„იყოს ეს გაფრთხილება ყველასთვის. დაემორჩილეთ ხელისუფლებას ამ დროის განმავლობაში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს წესრიგი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ეროვნული ტელევიზიის მეშვეობით პირდაპირი ჩართვისას.

„არ ავნოთ სამედიცინო პერსონალს, ექიმებს… რადგან ეს სერიოზული დანაშაულია. ჩემი ბრძანება პოლიციელებისა და სამხედროების მიმართ – თუ ვინმე შექმნის პრობლემას და სხვების სიცოცხლეს საშიშროებას შეუქმნის – დახვრიტეთ ისინი“, – დასძინა მან.

ასევე, განაცხადა, რომ კუნძულის მოსახლეობამ ხელისუფლება არ უნდა გამოიწვიოს და შეაშინოს, რადგან წააგებენ.

დუტერტემ ეს გაფრთხილება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მანილაში კესონ–სიტის მაცხოვრებლებმა მოაწყვეს საპროტესტო აქცია ავტობანზე. ისინი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებისგან არავითარ სოციალურ დახმარებას არ იღებენ მას შემდეგ, რაც ბლოკადა უკვე ორი კვირაა, მიმდინარეობს.

სამართალდამცავებმა და სამხედროებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, სახლებში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მათ უარი თქვეს. შედეგად, პოლიციამ აქცია დაშალა და 20 ადამიანი დააკავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები