ეროტიკული ნაომი ქემპბელი და მისი ახალი ფოტოალბომი (ფოტო)

2 000 დოლარი – სწორედ ამდენი უნდა გადაიხადოთ, რომ სექსუალური ნაომი ქემპბელის ახალი საკოლექციო ორტომეული შეიძინოთ. გამოცემა Taschen-ის ფოტოალბომი The Art of Beauty („სილამაზის ხელოვნება“) 7 აპრილს გამოვიდა. ალბომის გარეკანი  ნაომის მკერდის ფორმებს იმეორებს. პირველი ტომი მოდელის საუკეთესო გადაღებებს ეძღვნება, მეორე კი მის ავტობიოგრაფიას და პირად ფოტოებს შეიცავს. მოდელის მტკიცებით, მანამდე ეს ფოტოები მხოლოდ მის ახლობლებს ჰქონდათ ნანახი. ალბომში ბავშვობის ფოტოებსაც იხილავთ, რომლებზეც ბევრი პოპულარულ მოდელს ვერც კი იცნობს.
„ეს წიგნი ჩემი ცხოვრების კულმინაციაა: მასში ყველაფერია, რისი გაკეთებაც ბოლო 30 წლის მანძილზე მოვასწარი“, – ამბობს ნაომი. ამ პროექტზე მოდელი 2 წლის განმავლობაში კოლექციონერ ბენედიქტ ტაშენთან ერთად თავად მუშაობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები