ეროვნულ ლატარიაში ჯეკპოტი გათამაშდა – იღბლიანმა მოქალაქემ 1,380,345 ლარი მოიგო

31 იანვარს, „ლოტო 6/36″ – ის 735-ე გათამაშებაზე მორიგი ჯეკპოტი 1,380,345 ლარი გათამაშდა. რიგით მე-17 ჯეკპოტის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 1,3,9,10,35,36 იღბლიანი ბილეთის მფლობელი მოგების გასანაღდებლად თბილისში, მელიქიშვილის N16 მდებარე ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს უნდა ეწვიოს.
გამარჯვებულმა ლოტოს მომგებიანი ბილეთი უნდა წარადგინოს, რომელიც ვალიდაციის პროცედურას გაივლის. მოგების დადასტურების შემდეგ კი პირველი საპრიზო კატეგორიის თანხა ანუ ჯეკპოტი ორ კვირაში ჩაერიცხება პირად ანგარიშზე. საქართველოს ლატარიის კომპანია გამარჯვებულის გამოჩენას ელოდება. შეგახსენებთ, რომ „ლოტო 6/36″-ის გათამაშება ყოველ სამშაბათს და პარასკევს ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში 20:45-დან 21:00-მდე დროის ინტერვალში იმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები