ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ერ­მა­ლო მაღ­რა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე რეჟისორის მეუღლემ დაწერა.

“ყველა მატყუებდა..აღარ
მყავს ჩემი ერმალო.,წუხელ დამიკარგავს..რაღამეშველება მის გარეშე.
დატირებაც რომ არ შემიძლია”.

ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი და ოპე­რა­ტო­რი ერ­მა­ლო მაღ­რა­ძე 77 წლის იყო.

1961 წელს და­ამ­თავ­რა ზეს­ტა­ფო­ნის რკი­ნიგ­ზის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. 1963 წელს გახ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.

1977 წლი­დან მუ­შა­ობ­და კი­ნოს­ტუ­დია „ქარ­თულ ფილმში“, ჯერ რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტად, შემ­დეგ მე­ო­რე რე­ჟის­ო­რად. 1986 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, სცე­ნა­რის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

1992 წელს და­ა­არ­სა კი­ნო­ფირ­მა “ერ­მა­ლო­ფილ­მი”. 2000 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობ­და ზეს­ტა­ფონ­ში. გა­და­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ფილმში და არის სა­კუ­თა­რი ფილ­მე­ბის ავ­ტო­რიც.

კომენტარები

სხვა სიახლეები