ცნობილი რეჟისორი ერმალო მაღრაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მეუღლესთან ერთად, მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში, ინტენსიურ განყოფილებაში გადის.
რეჟისორი კლინიკაში 4 ნოემბერს მოათავსეს.
როგორც “კვირას” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტებს ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული აქვთ, საყურადღებო პაციენტებს წარმოადგენენ და ყველა შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.