“ერთ-ერთ ტელევიზიაში მაღალი რანგის პირისგან კერძოდ, მამაკაცისგან სექსუალური ხასიათის შეთავაზება მქონდა” – ტომას ჯალაკი
“სიცრუის დეტექტორის” სტუმრის, ტომას ჯალაკის ეთერი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა.
ყველასათვის ცნობილი და სკანდალური შოუმენი – ტომას ჯალაკი საზოგადოებამ გადაცემა “ნიჭიერით” გაიცნო, სადაც მან პიანინოზე “ცოცარით” დაუკრა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვას – “ჰქონია თუ არა მას მაღალი რანგის თანამდებობის პირისგან სექსუალური ხასიათის შემოთავაზება”, დადებითი პასუხი გასცა, რაც სიმართლე აღმოჩნდა.
როგორც ტომას ჯალაკი ჰყვება ერთ-ერთ ტელევიზიაში საკმაოდ გავლენიანი და მაღალი რანგის პირისგან კერძოდ, მამაკაცისგან მას, კარიერის სანაცვლოდ, სექსუალური ხასიათის შეთავაზება ჰქონდა.