ერთ დროს ძალიან პოპულარული სერიალის – “ეშმაკუნა” მთავარი გმირის, ენჯი სეპედას ცხოვრება დღეს

რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში ვენესუელური სერიალების ბუმი იყო, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სერიალად “ეშმაკუნა” მოიაზრება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მთავარი გმირების, ფიორელა მორელისა და ანდრეს მეხია გუცმანის სასიყვარულო რომანის უშუალო მოწმე გახდა. ალბათ, ყველას აინტერესებს, როგორ გამოიყურება დღეს ის “ეშმაკუნა” გოგონა, რომელიც საქართველოში ფიორელა მორელის სახელით გაიცნეს.
ანჟელიკა სეპედა კოლუმბიაში, ქალაქ კარტახენში დაიბადა. ოჯახში უმცროსი ქალიშვილია, ჰყავს უკვე დაოჯახებული დები – ლორნი და ივეტი. ანჟელიკას პროფესიით ადვოკატი მშობლები ამჟამად განქორწინებულები არიან.
Rating
მშობლებს სურდათ ანჟელიკას ოჯახური ტრადიცია გაეგრძელებინა და გოგონა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მიუხედავად ამისა, სეპედა გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ მსახიობი გახდებოდა. ანჟელიკა სამსახიობო კურსებზე საიდუმლოდ დადიოდა. მშბლების გაყრის შემდეგ, ბოგოტუში, დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამსახიობო სკოლაში ჩააბარა.
ანჟელიკას, სამსახიობო სკოლის დასრულებისთანავე იწვევდნენ სხვადსხვა რეკლამებში გადასაღებად, შემდეგ სერიალებსა და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებშიც. მიუხედავად ტელევიზიაში საკმაოდ დიდი ხნის მუშაობისა, სეპედას საყოველთაო აღიარება, სერიალებმა, “ლუს მარია” და “ეშმაკუნა” მოუტანა.
ფილმში “ილონა წვიმასთან ერთად მოდის” გადაღებისას, ანჟელიკა მიხვდა, რომ დიდი კინო მისი მოწოდებაა.
დღეს ენჯი სეპედა – ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი მსახიობია. შემოთავაზებებს იღებს კოლუმბიიდან, ესპანეთიდან, პერუდან და არგენტინადან.

Rating
იხ. სრულად: http://www.reitingi.ge

უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობს არგენტინასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები