“ერთხელ მუცელში ისეთები ჩაატარე, მე და მამამ საბანი თავზე გადავიფარეთ” – ნათია ბანძელაძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე შვილს, ნანუკა გოგიჩაიშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით დაბადების დღეს ულოცავს:

“ტუნიიი, მე და მამა გილოვავთ. სანამ გაჩნდებოდი, თვითონ ბავშვები ვიყავით. მთელი ინტერესითა და ბედნიერებით რომ გელოდით. ერთხელ, გაჩენამდე მუცელში გადაწყვიტე, რაღაც “ტრუკები” გეკეთებინა და ისეთები ჩაატარე, რომ შიშით მე და მამამ გადავწყვიტეთ, დაგმალვოდით. უცებ შუქი ჩავაქრეთ, საბანი თავზე გადავიფირეთ და – “ჩუმად დავიძინოთ-თქო”, ჰაჰააა. ტუნი, რამხელა ბედნიერება მაჩუქეთ!!!!! ყველა ფერი შენს ზღაპრულ ცხობრებაში, შენს საოცნებო პრინცთან ერთად! მინდა, ბევრი იყოთ”, – წერს ნათია ბანძელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები