დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებისას დაღუპული ნათია ციცვიძის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ეს ძალიან ლამაზი გოგო, ჩემი მეგობარი იყო… ეს ანგელოზები მისი შვილები არიან…. წლების წინ ერთად ვმუშაობდით.. გუშინ თურმე მის სახლში მომხდარა ის საშინელი აფეთქება…არ ვიცი ამ დროს რას ამბობენ…ყელში ბურთი მეჩხირება, ყველა მისი ღიმილი და საუბარი მიდგას თვალწინ…. როგორსაც ხედავთ სულ ასეთი მომღიმარი, კეთილი, თბილი და სიცოცხლით სავსე იყო. ერთი ტყუპისცალიც დედიკოს გაჰყვა იმქვეყნად…
აუცილებლად უნდა დაისაჯოს ადამიანები!! ვინც პასუხისმგებელია ამ დედა-შვილის სიცოცხლის ჩაქრობაზე!“,- წერს ნათიას მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, 7 კი დაშავდა.