სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. მის ცხოვრებაში ტრადიციული არაფერი ყოფილა: ორეგონ რიდის კოლეჯში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა. სწორედ აქ, ავტოფარეხში, კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან – სტივენ ვოზნიაკთან ერთად Apple -ის პირველი კომპიუტერი შექმნა.
„მე არ მქონდა საკუთარი ოთახი და მეგობრების სახლში იატაკზე ვიწექი. ვაბარებდი „კოკა-კოლას“ ბოთლებს 5 ცენტად, რათა საკვები მეყიდა. და ყოველ კვირა დღეს 7 მილს ფეხით გავდიოდი, რათა კვირაში ერთხელ კარგად მევახშმა კრიშნაიდების ტაძარში. ეს მშვენიერი იყო“, – უყვებოდა სტენფორდის კურსდამთავრებულებს ჯობსი.
ჯობსის ცხოვრებაში იყო ერთი შემთხვევა, რომელმაც შესაძლოა, ცხოვრების მწვერვალამდეც მიაღწევინა. სტივ ჯობსს ერთი გოგონა, ლოურენ პაუელი უყვარდა, რომელსაც პაემანი დაუნიშნა, მაგრამ შეხვედრის დრო ემთხვეოდა საქმიან შეხვედრას, რომელიც მას აუცილებლად წარმატების გზაზე შეაყენებდა.
გენიოსი მანქანაში ჩაჯდა და კარების დაკეტვამდე საკუთარ თავს ერთი კითხვა დაუსვა: „რას ვიზამდი, ეს რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო დღე ყოფილიყო?“ პაუელი და ჯობსი მას შემდეგ აღარც დაშორებულან. გახსოვდეთ, ჭეშმარიტი სიბრძნეა, აანალიზებდე, რომ ყველაფერი მარადიული არ არის. თუ ადამიანს ეს კარგად ახსოვს, ის აუცილებლად განცდათა უფსკრულში ვარდება, რისკავს და მუდამ მზადაა, ჩაებას თამაშში, სახელად ცხოვრება.
სხვა სიახლეები