“ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ…” – რამ გააღიზიანა შორენა ბეგაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი  შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ  სოციალურ ქსელში  იშვიათად ჩნდება.   ცოტა ხნის წინ კი  ბეგაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსი დაწერა, რომელიც იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც ფულადი დახმარების თხოვნით მიმართავენ მსახიობს:

“ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ და იქნებ ეხლა მაინც არ მომწეროთ თქვენი ვალების და კრედიტების დასახმარებლად” – წერს ბეგაშვილი პოსტში.
შეგახსენებთ, ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი 26 მარტს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

კომენტარები

სხვა სიახლეები