გუშინ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიური ფლეშმობი- „ერთი დღე შარვლის გარეშე“ მოეწყო. ამ ქვეყნებს შორის ბრიტანეთიც აღმოჩნდა, უშარვლო ახალგარდებმა ლონდონის მეტრო მოიარეს.
პერფორმანსის დროს ახალგაზრდებს ზემოთ ზამთრის ტანსაცმელი აცვიათ, მაგრამ წელს ქვემოთ მხოლოდ ტრუსების ამარა არიან. პერფორმანსის წესების მიხედვით, მგზავრებმა მათი ნახევრად სიშიშვლე არ უნდა შეიმჩნიონ.
Next Post
სხვა სიახლეები