“ერთადერთი, ითხოვეს, ჯვრისწერის პროცესში, საკურთხევლისგან ოდნავ მოშორებით ვყოფილიყავითო” – ბერას ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოვლიდან მრევლი გარეთ არ გაუშვიათ

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერის გამო, რიგით მოქალაქეებს ტაძარში შესვლა დროებით არ შეეძლოთ და მრევლი გარეთ გაუშვეს, ჟურნალისტი გვანცია ფიფია ეხმაურება.
როგორც გვანცა ფიფია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მან ინფორმაცია მეგობართან გადაამოწმა, რომელმაც აღნიშნული არ დაადასტურა.
“ბერას დამცველად მე ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ სვეტიცხოველში იყო დღეს ჩემი მეგობარიც, რომელსაც დავურეკე და ვკითხე, შეეძლო თუ არა შესვლა ტაძარში, რაზეც მითხრა, რომ კი. ერთადერთი, ითხოვეს, ჯვრისწერის პროცესში, საკურთხეველთან ოდნავ მოშორებით ვყოფილიყავითო”, – წერს გვანცა ფიფია.

კომენტარები

სხვა სიახლეები