კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსმა, ნეოფიტოს მასურასმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები იმ შემთხვევაში იბადებიან, თუ ორსულობისას ქალს ანალური სექსი აქვს – ინფორმაციას “დეილი მეილი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ერთ-ერთ კერძო სკოლის მოსწავლეებს ხვდებოდა, რა დროსაც ახსნა, თუ რატომ იბადებიან ჰომოსექსუალი ადამიანები. „ეს მშობლებს შორის არაბუნებრივი სექსუალური აქტის დროს ხდება, უფრო კონკრეტულად – ანალური სექსის დროს… წმინდა პორფირი ამბობდა, რომ თუ ქალს ეს მოსწონს, შემდეგ ეს სურვილი ბავშვს გადაეცემა“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.