რუსული ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“ ოდესის გუბერნატორზე და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სკანდალურ სიუჟეტს აანონსებს. სიუჟეტი სააკაშვილს და მის არასრულწლოვან ტრანსსექსუალ საყვარელს ეხება და ის გადაცემა „ახალ რუსულ სენსაციებში“ უნდა გავიდეს.
„სააკაშვილის არასრულწლოვანი საყვარელი, რომელიც მანამდე ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ოდესის ქართველ გუბერნატორზე სექსკომპრომატს გამოაქვეყნებს. როგორ ატარებს სააკაშვილი არდადეგებს ამერიკაში? ქართული პოლიტიკის რა საიდუმლოებებზე უამბო საწოლში სააკაშვილმა თავის ტრანსსექსუალ საყვარელს?“ – ნათქვამია სიუჟეტის ანონსში.
ეთერში სკანდალური სიუჟეტის გასვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=7CNd8tO7ruk&feature=youtu.be[/youtube]