ენერგო-ვამპირიზმი

ხშირად ადამიანებში, რომლებიც ეზოთერიკებს მიაკუთვნებენ თავს, ჩნდება ამა თუ იმ ფორმის საშინელი ისტორიები ენერგოვამპირებზე. თითქოს თავად სიტყვა ვამპირშია ჩადებული რაღაც ჯადოსნური ძალა. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით პროზაულია. ამიტომ გადავწყვიტე ნათლად და გასაგებად გადმოვცე ეს საკითხი.

ენერგია სუფთა სახით მხოლოდ ეთერულ სხეულში იმყოფება. სხვა სხეულებში ენერგია უკვე ტრანსფორმირებულია: ფიზიკურ სხეულში – კუნთებად, ძვლებად, და სხვა ქსოვილებად; ასტრალურში – ემოციურ და გრძნობიერ ურთიერთობებად და მდგომარეობებად; მენტალურში – აზრებად და იდეებად. ეთერული სხეულიდან ენერგიის «წართმევა» შესაძლებელია მხოლოდ ორი ეთერული სხეულის უშუალო კონტაქტის დროს, ეს კი ნიშნავს, რომ ენერგო-გაცვლის მონაწილეები ერთმანეთისგან ერთ მეტრამდე მანძილზე უნდა იდგნენ.

თუ თქვენს გვერდით (დაახლოებით ერთ მეტრში) დგას ადამიანი, მაშინ უმეტესობა შემთხვევაში ეთერული ენერგიების გაცვლა ხდება უმეტესწილად ავტომატურად (გაუცნობიერებლად). თქვენში «გადმოიღვრება» ენერგიის ნაწილი იმ ზონებიდან, რომელიც მეორე ადამიანს სუსტი აქვს, და პირიქით, აძლევთ ენერგიას იმ ზონებში, რომელიც მას უფრო ძლიერი აქვს. იმის ალბათობა, რომ ადამიანს შეუძლია «აიღოს» ენერგია პირდაპირ სხვა ადამიანების ეთერული სხეულიდან ან სამყაროს ნებისმიერი სხვა ნაწილიდან (მზიდან, წყლიდან, ჰაერიდან ან მიწიდან), უკიდურესად მცირეა. თუკი ასეთი უნარი არსებობს, ეს მთლად ადამიანი ვერ იქნება, – ეს არსება უფრო მაგს, ან გურუს ჰგავს.

ე. წ. ენერგოვამპირიზმის სხვა შემთხვევებში კი ენერგო-გაცვლა სხვა სქემით მიმდინარეობს. თქვენი თანამოსაუბრე გიქმნით პროვოკაციას: «გაწვებათ» ან შეურაცხყოფას გაყენებთ – მანიპურა, იწვევს პროვოცირებას შეცოდებაზე ან იწვევს დანაშაულის გრძნობას – ანაჰატა, უადგილოდ ბილწსიტყვაობს ან ძალადობს სექსუალურ პლანზე – სვადჰისთჰანა და ა.შ… და თქვენ თანამოსაუბრესთან ემოციური რეაგირებით ენერგიას აძლევთ მას. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ენერგიაა, ესაა ძირითადად ასტრალური სხეულის ენერგია, ემოციების და გრძნობების თემა, ბუნებრივია მენტალურის შეფერილობით – «კეთილი» სურვილების და ურთიერთობის სახით. და რაც ყველაზე მთავარია, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მისცემთ თუ არა თანამოსაუბრეს ენერგიას. ან თუ სხვაგვარად ვიტყვით, თუ თქვენ აყვებით პროვოკაციას, თავად ახდენთ სასიცოცხლო ენერგიის ტრანსფორმაციას ეთერული სხეულიდან ასტრალურში და “გადაღვრით” პროვოკატორში. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თქვენ თვითონ აძლევთ ამ ენერგიას და არავინ არ გართმევთ. ძირითადი დასკვნა ისაა, რომ ჩვენი ემოციური სტაბილურობა საუკეთესო «თავდაცვაა» ენერგოვამპირიზმისგან.

გარდა ამისა შეგვიძლია გამოვყოთ ორი დონე ასეთ ენერგო-გაცვლაში: გაუცნობიერებელი და გაცნობიერებული.

გაუცნობიერებელი ენერგოვამპირიზმის ვარიანტები:

  • ამის შესახებ ზემოთაც წერია, რომ როცა თანამოსაუბრეს ჩაკრა უფრო ძლიერი აქვს, შესაძლოა ენერგიის ბუნებრივი გადადინება სუსტიდან ძლიერში, ეთერული სხეულების კონტაქტის დროს, მაგრამ შესაბამისად სხეულები ერთმანეთთან ახლოს უნდა იყვნენ.
  • როცა პროვოკატორი იწვევს ძლიერ ემოციებს და ხანგრძლივ გრძნობებს, დონორში ამოქმედდება ასტრალური და მენტალური სხეულები. შიშის და ეჭვიანობის ემოციების დროს დონორი ენერგიას მანიპურადან (პრესიდან) გასცემს, აღფრთოვანების დროს ვიშუდჰადან (ყელი) და სვადჰისთჰანადან (სექსუალური ცენტრი). აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს მანძილს, ენერგიის გაცვლა ნებისმიერ მანძილზეა შესაძლებელი.
  • არის მასობრივი ვამპირიზმის ვარიანტი, მაგალითად – ჰიტლერი, ასეთი ადამიანები ხშირად თავად არიან სუსტნი და ძალას იმ ხალხის მასიური თავყრილობიდან იღებენ, რომლებიც მათ უსმენენ, თუმცა ხშირად ისინი გამტარები არიან – სხვადასხვა ძალების ან ეგრეგორების რეტრანსლიატორები. ამ ადამიანებს ძალის წერტილში (ბრბოს ყურადღების ცენტრში) ყოფნით ბერვი რამის გაკეთება შეუძლიათ, განსაკუთრებით თუკი ხვდებიან ამას, მაგრამ მაყურებლების და თაყვანისმცემლების გარეშე დარჩენილები სუსტნი და უმწეონი ხდებიან, და რაღაცით დოზის გარეშე დარჩენილ ნარკომანს გვაგონებენ.
  • არსებობენ ასევე «სტიქიური ვამპირები», რომლებსაც დისბალანსი შეაქვთ ერთ ან რამდენიმე სტიქიაში, ძირითადად საკუთარი დისბალანსის გამო. ხშირად მათი ჩუმი თანდასწრების დროსაც კი ჭკნება ყვავილები, მათ გაურბიან ცხოველები და გაუცნობიერებლად ერიდებიან ადამიანები (არის ასეთი გეო-პათოგენური ზონები ტყეშიც, სადაც ყველაფერი ძლივს-ძლივობით იზრდება და შემოდგომაც ამ ადგილიდან იწყებს შემოსვლას). უმეტესწილად ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები რთული ბედით, ბუნებისგან რაიმე ძღვენით დაჯილდოებულნი და ბუნებისა და საკუთარი ძალების წინაშე სერიოზული დარღვევების მქონენი.
  • თვითვამპირიზმის ვარიანტი, ანუ საკუთარი თავის ჭამა და კრიტიკა. ვამპირიზმის სხვა სახეებისგან განსხვავდება იმით, რომ ენერგია არსად არ მიდის, უბრალოდ «იწვება» არაკონსტრუქციული თავით – აჯნათი.
  • არსებობენ ვამპირები – რაღაც ძალებთან ვალში მყოფნი. მათ წარსულში ძალიან ისურვეს ნორმალური ადამიანური ამოცანები ამ ამოცანებთან შეუსაბამო ძალების მეშვეობით, შეკვეთით გადაეწყვიტათ… თუ ისინი არ იხდიან დანაპირებ საფასურს, რომელიც რაღაც ქმედებებშიმდგომარეობს, მაშინ ისინი კარგავენ მნიშვნელოვან ენერგიას და ძალების აღსადგენად ახდენენ ახლობლების და ძვირფასი ადამიანების გაუცნობიერებელ პროვოცირებას, რითაც ინგრევენ საკუთარ ოჯახურ ბედნიერებას და ბიზნესს.
ენერგო-ვამპირიზმი

გაცნობიერებული ვამპირიზმის ვარიანტები:

  • ხშირად გავრცელებული «ტვინიკოსის» (головастик) (აჯნას) ვამპირიზმის ვარიანტი, როცა ადამიანი წარმოიდგენს (ფანტაზიორობს), თუ როგორ «სწოვს» ენერგიას ჩაკრიდან, ადამიანიდან და ადამიანთა ჯგუფიდან, და ამ დროს რაიმე შესაბამისი პროცესის ვიზუალიზაციას ახდენს. ასეთი მინი-დრაკულებისთვის დამახასიათებელი გამოთქმებია – «მე ისინი შევჭამე», «მთელი დისკოთეკა გადავჭამე», «მთელი ენერგია გამოვწოვე» და ა.შ. დიდ ურავლესობაში ასეთი ტექნიკები ახლოსაა პლაცებოს ეფექტთან და არა რეალურ უნარებთან.
  • ხშირად გავცრელებულია ვარიანტი, როცა პროვოკატორი გაცნობიერებულად იწვევს ძლიერ ემოციებს დონორში და მის ასტრალურ და მენტალურ სხეულებს ამუშავებს. ამასთან ასეთი ქმედების მოტივი შეიძლება იყოს როგორც პათოლოგიური სადისტური სიამოვნება, ასევე «სიკეთის მიყენების» სურვილი, მაგალითად ხისტი ტექნიკების გამოყენებისას ფსიქოლოგიურ ან ტექნიკურ ტრეინინგებში.
  • არის ზემოთ აღწერილი მასობრივი ვამპირიზმის ვარიანტიც, იმ განსხვავებით, რომ ადამიანმა იცის რას აკეთებს. ამ შემთხვევაშიც მოტივები შეიძლება დიამეტრალურად განსხვავებული იყოს. ერთ მხარეს არიან ტოტალიტარული სექტების ხელმძღვანელები ან პოლიტიკური ტირანები, მეორე მხარეს კი ადამიანები, რომლებმაც ცხოვრება სხვების მსახურებას მიუძღვნეს. ჩვეულებრივ ამ უნარებით გამოირჩევიან არტისტული ბუნების ადამიანები, რომლებსაც სცენის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. თუკი შეხვდებათ სერიოზული ხალხი, სერიოზული მიზნებით, მათ იციან როგორ აიღონ ენერგია მასისგან, და ასევე როგორ მისცენ ენერგია მასას. ერთი სიტყვით ოსტატები არიან. თუმცა მოტივები შეიძლება სრულიად განსხვავებული ჰქონდეთ.

ენერგო-ვამპირიზმიყოველი ჩვენგანი რაღაც ზომით ვამპირის ან დონორის როლშია ხოლმე, უმეტესწილად გაუცნობიერებლად. მაგრამ გაცნობიერებული ვამპირიზმის ან დონორობის შემთხვევაში, რაც დამახასიათებელია ექსტრავერტებისთვის, მთავარია – ქმედებების შინაგანი მოტიოვაცია. სწორედ ეს განსაზღვრავს, რას წარმოადგენს ვამპირიზმი ან დონორობა – სიკეთეს თუ ბოროტებას.
არსებობს მედალის სხვა მხარეც: ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავის ენერგიაზე დაყრდნობით ცხოვრობენ, რომლებიც მათ ეთერულ სხეულში გამომუშავდება, არიან ე.წ. ინტრავერტები. გაცნობიერებულ ვამპირიზმს ისინი არასოდეს არ მიმართავენ, გაუცნობიერებლად კი ხდება ხოლმე, რომ დონორებს განეკუთვნებიან. რაც ყველაზე საინტერესოა, სხვისი ენერგიისგან თავად ხდებიან ცუდად, ამიტომ გაცნობიერებულად არასოდეს აკეთებენ ამას.
პ.ს. ჩემი აზრით, ენერგეტიკულად განვითარებული ადამიანის ამოცანაა – იცოდეს ენერგიის გაცემაც და მიღებაც, ერთ ადამიანთან ურთიერთობაში, მასიურ აუდიტორიასთან, და რა თქმა უნდა საკუთარ თავთანაც. ასეთი ურთიერთქმედებების მოტივები კი ყველას საკუთარი აქვს. ასეთი უნარები საჭიროა ბავშვების აღზრდის დროს, მასიური მოტივაციური ღონისძიებების ჩატარების და კიდევ უამრავ შემთხვევაში.
ავიღოთ ასეთი სიტუაცია – წარმოვიდგინოთ, რომ ენერგოპროვოკატორს თქვენზე ძლიერი მანიპურა (პრესის ზონა) აქვს, თქვენში კი წამყვანი აჯნაა – თავის ზონა (საკმაოდ გავრცელებული მაგალითია), როგორ უნდა ვიურთიერთოთ, რომ ენერგიაც შევინარჩუნოთ პრესის ზონაზე, და… კარგი ურთიერთობაც. ხშირად, მაგალითად ჩემთვის ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ენერგიები.

გთავაზობთ შაბლონურ მაგალითებს, რომლებიც მოქმედების სახელმძღვანელო კი არაა, არამედ აზრის განწყობისთვის და იმის მიღებისთვისაა, რაც ისედაც უკვე ძლიერი გაქვთ

ენერგო-ვამპირიზმი

სხვათა შორის ბავშვები ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ თავდასხმის იარაღად იყენებენ მას. იყო შემთხვევა საზაფხულო ტრეინინგზე, როცა მოზარდეს აუხსნეს მეტყველებასთან და ჩაკრებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანა-ბანა. და ტრეინინგის ბოლოს ბავშვებს ბილეთები უნდა გაეყიდათ სიმბოლურ ფასად. და ერთი ყმაწვილი ”ტვინიკოსი” (головастик), უფროსების ბიზნეს-ტრეინინგის მონაწილესთან მივიდა – ქალბატონი კი ”მსხვილი” (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) ლიდერი იყო, – ბილეთის ყიდვა შესთავაზა და უარის მიღებისთანავე ჰკითხა: ”დამისახელეთ თუ შეიძლება სამი მიზეზი, რის გამოც არ გინდათ ბილეთის ყიდვა”, რითაც ბიზნეს-ქალბატონი ტრანსში ჩააგდო, რადგანაც აჯნა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ზონა გახლდათ. ცოტახნიანი ”სტუპორის” შემდეგ ქალბატონმა იყიდა ბილეთი…
მთარგმნელის შენიშვნა: ალბათ ზოგიერთი მკითხველისთვის უცნობი იქნება ენერგეტიკულ სხეულებთან და ჩაკრებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია (აჯნა, მანიპურა, ეთერული სხეული და ა.შ.), ამიტომ ამ თემებს მოგვიანებით განვავრცობ, მაგრამ ენერგოვამპირიზმი იმდენად აქტუალური თემაა, რომ გადავწყვიტე ქრონოლოგიურად უფრო ადრე შემომეთავაზებინა…

სტატიის ავტორი: ალექსანდრ ილინსკი
თარგმანი: მამუკა გურული
geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები