ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 4 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:
“დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე თავისუფლების მოყვარე, ლიბერალური და მეგობრული მერწყულის, მთვარე კი, მეტად კონტაქტური და კომუნიკაბელური, საუკეთესო ორატორის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
ენდეთ ინტუიციას, იმოქმედეთ თამამად, თუმცა გააზრებულად!
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის დასაწყებად და კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად, მოლაპარაკებების გასამართად და კონტაქტების გასაფართოვებლად, გარიგებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად, აუქციონების და კონფერენციების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.
დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, იისფერი, ოქროსფერი, ცისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, ქარვა, ჟადეიტი, ციტრინი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი, ქალწული და მორიელი”, – აცხადებს ასტროლოგი.