ფეისბუქის გვერდი “რაგბის ფანები” ემოციურ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ლომინაძე და ირაკლი ყიასაშვილი, ასევე არქიმანდრიტი დემეტრე არიან ასახულნი. ფოტო სავარაუდოდ, საპატრიარქოშია გადაღებული, სადაც მორაგბეები პატრიარქთან შესახვედრად მივიდნენ… ზაფხულში მომხდარი მძიმე ავარიის შემდეგ, მეკო კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე ერთად პირველად დააფიქსირეს ფოტოზე.