1944 წელს მამაკაცი, სახელად რობინსი აღმოსავლეთ საფრანგეთში თავის ბატალიონთან ერთად იმყოფებოდა. მას 18 წლის ფრანგი გოგონა – ჯენეი შეუყვარდა. თუმცა, შეყვარებულების ბედნიერებას დიდი დრო არ ეწერა. ორი თვის შემდეგ რობინსის ბატალიონმა აღმოსავლეთის ფრონტი დატოვა და ბედნიერ წყვილს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ოდესმე კიდევ თუ შეხვდებოდა ერთმანეთს. რობინსს საყვარელი ქალისგან მხოლოდ ფოტოსურათი დარჩა.
75 წლის შემდეგ მამაკაცი საფრანგეთში თავისი ბატალიონის იუბილის აღსანიშნ ცერემონიაზე დაბრუნდა და შეყვარებულის ფოტოც თან წაიღო, რათა ჟურნალისტებისთვის ეჩვენებინა. იგი ამბობდა, რომ მისი პოვნა ძალიან სურდა. რობინსი ვერ წარმოიდგენდა, თუ რამხელა სიურპრიზი ელოდა წინ. ჟურნალისტებმა ჯენეის პოვნა და შეყვარებულების შეხვედრის მოწყობა შეძლეს. შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა. ჯენეი ამბობდა, რომ ყოველთვის ფიქრობდა რობინსზე, ტიროდა და ძალიან ენატრებოდა.
მიუხედავად დიდი სიყვარულისა, განშორების წლების გამო ჯენეიც და რობინიც სხვადასხვა ადამიანზე დაქორწინდნენ, შვილები და შვილიშვილები ჰყავთ, თუმცა ახლა ორივე ქვრივია და იმედოვნებენ, რომ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.