ემოციური ვიდეო – თურქეთში ნანგრევებიდან ამოყვანილი 4 წლის გოგოსა და ექიმის დიალოგი (ვიდეო)

თურქმა მაშველებმა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 4 წლის გოგო 91 საათის შემდეგ გადაარჩინეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია სასწრაფო დახმარების ექიმისა და ბავშვის დიალოგი, რომელიც თურქული ენიდან ქართულად ბელა გომურაშვილმა თარგმნა:
“სასწრაფო დახმარების ექიმი: აბა, რა გინდა, ჩემო საყვარელო?
აიდა: საჭმელი
ექიმი: ბატონო? გშია?
აიდა: დიახ.
ექიმი: რას შეჭამ, რა გიყვარს, რა გინდა  – რომ მოგიმზადოთ? მითხარი, ჩემო საყვარელო
აიდა: ქოფთე და აირანი
მაშველი: აირანი და ქოფთე?
აიდა: დიახ
მაშველი: კარგი, ჩემო საყვარელო, აუცლებლად ვეტყვით მამაშენს და მოგიტანს. შენი ბიძაც აქ არის, ჩემო საყვარელო.”

კომენტარები

სხვა სიახლეები