13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, დაზარალებულ რეგიონებში უამრავი ადამიანი მიდის დასახმარებლად. მოხალისეების დახმარებით სუფთავდება ზოოპარკის, ლაგუნა ვერეს, სვანიძის ქუჩის და მზიურის ტერიტორია.
ბოლო დღეების განმავლობაში რიგითი თბილისელების გმირობაზე უამრავი პოსტი დაიწერა, თუმცა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემაც მიიპყრო, რომელიც სტიქიის პირველივე წუთებიდან მაშველებთან ერთად ეხმარებოდა დაზარალებულ ადამიანებს. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ არცერთი პოლიტიკოსის მიმართ არ ყოფილა ასეთი მასშტაბის დადებითი გამოხმაურება. კახა კალაძის კეთილშობულურ ჟესტსა და გადაწყვეტილებებზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც ალაპარაკდნენ.
წყარო: http://www.ambebi.ge