ემზარ კვიციანის, ლამაზმანისა და ქოფაკის ამბავი – რა ლექსი დაწერა  და ვის მიუძღვნა ის ერეკლე საღლიანმა

პოეტმა ერეკლე საღლიანმა ემზარ კვიციანს ლექსი დაუწერა. სახალისო ლექსი კომიკურ ისტორიაზეა აგებული, რომელიც თავს კვიციანს გადახდა, მოგვიანებით კი მის შესახებ პოეტს მოუთხრო. საღლიანის ლექსი და მისი წინამდებარე ისტორიაც, ემზარ კვიციანმა დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 „დღეს დილით დაახლოებით 9საათსა და 50 წუთზე, მოვდიოდი 5 დეკემბრის ქუჩიდან მარცხენა სანაპიროთი, სადაც დავინახე, გაცოფებული ძაღლი (ქოფაკი) მოსდევდა ლამაზ მანდილოსანს საკბენად. ჩემს წინ მიმავალმა მანქანამ ხელი შეუშალა ქოფაკს, შემდეგ მე დავუწყე დაშინება და ქალბატონი გადავიდა გზაზე და ძაღლი ჩამოშორდა. მივძახე ქალბატონს, ხომ არ დაგეხმაროთ რამეში? ქალბატონმა მიპასუხა, არამგონია აწი გამომედევნოსო და წავიდა საპირისპირო მხარეს თავის გზაზე, ეტყობა სამსახურში აგვიანდებოდა. ეს ისტორია მოუყევი ერეკლე საღლიანს და დამიწერა ესეთი ლექსი –

ერთ ლამაზმანას დღეს თურმე , კაცის ალერსი ეწადა,
მიწას ფეხს არ აკარებდა, ცდილობდა ასვლას ზეცადა.
კვალში ჩამდგარი ქოფაკი, გალეულიყო ნერწყვადა,
ფიქრობდა -ამფერ დიაცი, რად უნდა იყოს ბერწადა?!
ვსვამ მეტად მტკივნეულ კითხვას, ვინ ვისი იქცა კერძადა,
ძაღლს შეატოვა დღეს ქალი ემზარმა დასაძენძადა.

P.S. ამ პოეტებთან სიფრთხილეა საჭირო, სანამ რამეს მოუთხრობ ასჯერ უნდა გაზომო, ხელათ რაღაცას გამოგიგონებენ!“ – წერს „ფეისბუქში“ ემზარ კვიციანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები