ემზარ კვიციანის “ლაივის” “გმირი” ერმილე ნემსაძე ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებთან დებატებს ითხოვს

ერმილე ნემსაძე  საზოგადოების დიდმა ნაწილმა დეპუტატი ემზარ კვიციანის შემთხვევითი ფეისბუქლაივიდან გაიცნო. “ერმილე გესმის ჩემი ხმა?” ფრაზა ვირუსულად გავრცელდა და დიდი თუ პატარა იმეორებდა, სწორედ ეს ერმილე ნემსაძე, რომელიც „შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ტოპოგრაფიული ჯგუფის მომზადების უფროსია ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებთან ღია დებატებს ითხოვს. დებატების გამართვის მოთხოვნით ერმილე ნემსაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა.
“ჩვენ შევიტანეთ განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ოფიციალურად მოვთხოვეთ ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს ეთერის გახსნა. ვთხოვეთ, რომ გეიპრაიდის ორგანიზატორები მობრძანებული იყვნენ და გვესაუბრა ამ თემებთან დაკავშირებით ღია ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, საზოგადოებაში არსებული მძაფრი ფონი გამოიტანოს საჯაროდ. ამიტომ ველოდებით პასუხს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“,- აღნიშნა ერმილე ნემსაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები