ელონ მასკმა ახალი ვარსკვლავური ხომალდი წარადგინა

„სფეის იქსის“ დირექტორმა, ელონ მასკმა ახალი ვარსკვლავური ხომალდი წარადგინა. ხომალდი მარსზე და მთვარეზე მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი.
როგორც კომპანია „სფეის იქსის“ დირექტორმა პრეზენტაციაზე განაცხადა, ვარსკვლავური ხომალდით მგზავრობა ასტრონავტებს შეეძლებათ.
პრეზენტაცია ტეხასის შტატში მდებარე კოსმოდრომზე გაიმართა. ახალი კოსმოსური ხომალდი მრავალჯერადი გამოყენებისაა და მას მზის სისტემის ნებისმიერ წერტილამდე შეეძლება მისვლა. ერთი მოგზაურობის დროს ხომალდის ბორტზე 100 ადამიანი დაეტევა. ამასთან, მას შეეძლება მძიმე ტვირთის გადატანაც.
მასკის თქმით, მთვარესა და მარსზე შესაძლებელი იქნება ქალაქების აშენება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „სფეის იქსის“ დირექტორმა თქვა, რომ მარსის კოლონიზაციას აპირებს. ის წითელ პლანეტაზე მილიონი ადამიანის ჩაყვანას გეგმავს. გეგმის მიხედვით, ადამიანები მარსზე ჩასვლას უკვე 2025 წელს შეძლებენ. ამასთან, აშშ-ის კოსმოსურ სააგენტო ,,ნასა“-ში ამბობენ, რომ ადამიანი მარსზე გაფრენას, სავარაუდოდ 2030 წელს შეძლებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები