ელისო ჯანაშია ეკა ხვედელიძეზე: ძალიან მომწონს ეს ქალი, ქმრის ძალაუფლების გამოყენების არც ერთი ფაქტი არ მახსენდება, რაც ძალიან დასაფასებელია

ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე გემოვნებიანი, გულწრფელი და განათლებული ადამიანია. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

„არასაარჩევნო და არაპოლიტიკური პოსტი: 4 შვილი გააჩინა, ასაკითაც არაა პატარა და რა მაგარ ვიდზეა ქალი. მოვლილია, კი ბატონო, მაგრამ ამასთან გემოვნებიანიცაა, არაა ქაჯი აშკარად, რაც ზოგადად ქართველ ფულიანებს ახასიათებთ და მისი ქმრის ძალაუფლების გამოყენების არც ერთი ფაქტი არ მახსენდება, რაც ძალიან დასაფასებელია. არის თავისთვის, მისი ოჯახისთვის და ქმარიც რომ აღფრთოვანებულია მისით, ეგეც ჩანს ერთი შეხედვით.

ადრე, მასთან ინტერვიუც ძალიან მომეწონა, მომეჩვენა გულწრფელი იყო და საკმაოდ განათლებულის შთაბეჭდილებაც დატოვა. მოკლედ, ძალიან მომწონს ეს ქალი”, – წერს ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები