ელექტრომექანიკური ატრაქციონების უნიკალური პარკი, რომელიც გაუქმებული რკინის მასალითაა აგებული (ფოტოკოლაჟი) 

ქალაქი ნანტი საფრანგეთის დიდი ქალაქების ხუთეულშია და ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული ცენტრია. ნანტის მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ელექტრომექანიკური ატრაქციონების უნიკალური პარკი, სადაც გიგანტური ატრაქციონების კონსტრუქციების აბსოლუტური უმრავლესობა მეტალურგიული ქარხნის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი და გაუქმებული რკინის მასალის გამოყენებითაა აგებული. მათგან ყველაზე დიდია 12 მეტრის სიმაღლის მექანიკური სპილო, რომლის ზურგზე მოწყობილ ბაქანზე, ერთდროულად, 52 ადამიანს შეუძლია პარკის ტერიტორიულ არეალში გასეირნება. პარკის ვიზიტორებს შეუძლიათ, ეწვიონ „ზღვის ცხოველების“ ატრაქციონსაც, სადაც რკინის ყველა კონსტრუქციას მექანიკური სპილოს მსგავსი აგებულება აქვს.


კომენტარები

სხვა სიახლეები