“ელენის” ლიცენზირებული ქართული ანალოგი “ანას” შოუ დაიწყო

Warner brothers-ის ცნობილი შოუ “ელენის” ლიცენზირებული ქართული ანალოგი “ანას” შოუ “რუსთავი 2-ის” ეთერში გუშინ დაიწყო. შოუს წამყვანი მსახიობი ანა ჩირაძეა, რომელიც “ჩემი ცოლის დაქალებში” ჩიკას განასახიერებდა.

შოუ აერთიანებს კომედიურ ჟანრს, ცნობილ ადამიანებს, მუსიკალურ სტუმრებს და ადამიანურ ისტორიებს. გადაცემაში ხშირად წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თამაში აუდიტორიის მონაწილეობით, სადაც გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ.

პირველი გადაცემის სტუმრები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ: ირაკლი იმნაიშვილი, გია ჯაჯანიძე, თიკა ფაცაცია, სტეფანე მღებრიშვილი, ლევან რატიანი, ნუკი კოშკელიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ერმალო მაღრაძე და კონსტანტინე თედელური.

კომენტარები

სხვა სიახლეები