„ვიღაცამ თუ ალენ დელონს მიმამსგავსა, ეს ჩემთვის კოპლიმენტია, მაგრამ თავად ალენ დელონისთვის, ჩემთან მსგავსებაზე რა მოგახსენოთ“, – ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს.
როგორც „კვირას“ ელენე თევდორაძემ განუცხადა, მას სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო არ უნახავს. მიზეზად კი აღნიშნა, რომ მას სახლში კომპიუტერი არ აქვს.
„ჩემთვის ეს ძალიან დიდი კოპლიმენტია, მაგრამ აი, ალენ დელონისთვის, რა გითხრათ. ალენ დელონი ჩემი ახალგაზრდობიდან ძალიან მომწონდა და ჩემი კუმირი იყო. შეიძლება, ხშირად რომ ვუყურებდი, ალბათ იმიტომაც დავემსგავსეთ ერთმანეთს. მისი მონაწილეობით ყველა ფილმი მიყვარს, ის იყო ჩემთვის კაცის ეტალონი. მე თავად ალენ დელონთან მსგავსებას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ვიღაცამ ეს მსგავსება დაინახა, ამას დიდ კოპლიმენტად მივიღებ და ძალიან გამახარეთ“, – აღნიშნა ელენე თევდორაძემ „კვირასთან“ საუბრისას.