ეკო ფანგანი პატრულის მანქანას დაეჯახა

ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი, რომელიც თბილისში კარგი მძღოლის სახელითაა ცნობილი, “რეიტინგთან” ინტერვიუში პირველ ავარიას იხსენებს.
“პირველი ჩემი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პატრულს დავეჯახე, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. მაშინ ახალი შემოსული იყო პატრული, ჩემ უკან რაღაც ხდებოდა, ასეთ ვითარებაში პატრულს აქვს უფლება, დაარღვიოს წესები და თუ საჭიროა, შუა ქუჩაში მოატრიალოს მანქანა. მე ჩემს გზაზე მივდიოდი, ვერ მოვასწარი დამუხრუჭება და დავეჯახე, მე დამბრალდა, რა თქმა უნდა, მაშინ ზალიან გამწარებული ვიყავი, ჩასაბერებიც კი არ იყო იმ დროს, ნარკოლოგიურში წამიყვანეს, ცუდად მახსენდება. ეტყობა დაზღვევაც არ ჰოქნდათ, პატრულის მაქნანაც მე გამაკეთებინეს, ჩემიც ხომ თავისთავაც გავაკეთე, მაგრამ დღესდღეობით პატრული ჩემი მეგობარია, გაჭირვებაში დავმეგობრდით”, – აცხადებს ფანგანი.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები