ეკა წივწივაძე კოლეგებს: მრცხვენია და ზუსტად მესმის რატომ აღარ ვუყვარვართ საზოგადოებას

“TV პალიტრანიუსის” ახალი ამბების პროდიუსერი, ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს აკრიტიკებს და მათ საქციელს სამარცხვინოს უწოდებს:
“ყოველთვის მძაფრად ვრეაგირებ როდესაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან.
არასდროს არ ვყოფ ჩემს კოლეგებს იმის მიხედვით რომელ არხზე მუშაობენ ან როგორ მუშაობენ… მაგრამ დღეს ისეთები ჩაიდინეს “ჩემმა კოლეგებმა” რომ აი მრცხვენია და ზუსტად მესმის რატომ აღარ ვუყვარვართ საზოგადოებას.
ბათუმის ტრაგედიის ასე გაშუქება, ასეთი ჰედლაინების გამოტანა სირცხვილია, დანაშაული თუ არა
და ყველა მერე ერთ დიდ კუპრიან ქვაბში რომ ვიხარშებით ეგ ცალკე ტრაგედიაა.”
“ტვ პირველმა” მამას, რომელსაც ოჯახის წევრები გარდაეცვალა, არაკორექტული კითხვები დაუსვა, რასაც საზოგადოების მძაფრი შეფასებები მოჰყვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები